სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ახალი მინისტრის ვინაობის შესახებ საზოგადოება მალე შეიტყობს.
„გვარი, რომელიც მთელი დღე ტრიალებს ეთერში, არ არის. ვინც მოდის, არის ძალიან ღირსეული. ის სასჯელაღსრულების სისტემიდან არ არის, მაგრამ არის გამოცდილი ძალიან ბევრ სფეროში“, - განაცხადა სუბარმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყებაში გატარებული რეფორმებით კმაყოფილია და გუნდმა ძირითადი ამოცანა შეასრულა.