-
2014-07-21 22:05
ყირიმში ადგილობრივმა მოსახლეობამ რუს ოკუპანტებზე იერიში დაიწყო. რუს სამხედრო მოსამსახურეებზე მიტანილი იერიშის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება:
თავდასხმა რუსი სამხედროების კოლონაზე სიმფეროპოლთან მოხდა, შედეგად კი ერთი სატვირთო-სამხედრო მანქანა დაზიანდა, დაზარალდნენ ასევე რუსი სამხედრო მოსამსახურეებიც.
თვითმხილველთა თქმით, უცნობმა პირებმა სიმფეროპოლში, ერთერთი ხიდის გადავლის დროს ბოთლები და ქვები დაუშინეს კოლონას, რომელიც КАМАЗ-ებისა და ორი ჯავშანტრანსპორტიორისგან შედგებოდა. შედეგად წინა მანქანამ მართვა დაკარგა და ელექტროგადამცემ ბოძს შეასკდა. რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-02-02 22:52
-
2017-01-05 03:02
-
2016-12-19 11:21
-
2016-11-24 00:35