ანა მარგველაშვილის სკანდალები და პიკანტური ამბები

Image

როგორც ჟურნალი „რეიტინგი“ წერს, 20 წლის ანა, მშობლების დაშორების შემდეგ, მოსკოვში დედასთან ერთად ცხოვრობდა და დღემდე რუსეთის მოქალაქეა.

 

 

„ამის შესახებ ცნობილი ანას ერთ-ერთი ფოტოდან გახდა, როდესაც თბილისი-მოსკოვის რეისის ბილეთებისა და პასპორტის ფოტო გამოაქვეყნა.

 

მამის გაპრეზიდენტების შემდეგ ანას თავისუფალი ცხოვრების სტილი „ყველას საქმე გახდა“. მართალია, სოციალურ ქსელში  პირადი გვერდები უცხო ადამიანებისთვის დახურა, მაგრამ როგორც ჩანს, ნაცნობებში მაინც არიან ისეთები, ვინც მის გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებს პერიოდულად ჟურნალისტებს აწვდიან.

 

პირველი სერიოზული სკანდალი ანას და მისი შეყვარებულის, ბაჩო სირაძის გარშემო აგორდა. ამის მიზეზი ბაჩოსა და მაკა ჩიჩუას სიძეს, მინდია გოგოჭურს შორის არსებული კონფლიქტი იყო. 

 

ბაჩომ და მინდიამ ანას გამო იჩხუბეს. ამბობდნენ, რომ ანას და ბაჩოს ურთიერთობა დაეძაბათ და სისხლიანი გარჩევის დროს გოგოჭურმა სიძე ფეხში დაჭრა. ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით იყო აღძრული, მაგრამ როგორ განვითარდა მოვლენები, უცნობია.

 

ანა ახალ სკანდალში მაინც გაეხვა. კლუბ „სენეტაში“ მეგობრებთან ერთად მისულმა პრეზიდენტის ქალიშვილმა მაგიდიდან ფეხები არ ჩამოიღო და დაცვის შენიშვნის შემდეგ მათთან კონფლიქტსაც არ მოერიდა. ხმაურიანი ინციდენტი მედიას არ გამორჩენია და ამის შესახებ თითქმის ყველა ინტერნეტგამოცემა წერდა. ამბობენ, რომ  ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა და გაზიანი სასმელით ხელში მარგველაშვილმა კლუბი დატოვა.

 

გიორგი მარგველაშვილის გოგონამ გასულ კვირას პრესას კიდევ ერთხელ მისცა მისით დაინტერესების საბაბი. ანას მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ ინტერნეტმომხმარებელის გარკვეული ნაწილი აღაშფოთა. ვიდეოში მან თავისი მუსიკალური შესაძლებლობები გაგვაცნო. მანქანაში ორ მეგობარ ბიჭთან ერთად თემო რცხილაძის სიმღერა შეასრულა და ვიდეო ინტერნეტში განათავსა.

 

როგორც აღმოჩნდა, მანქანა, რომელშიც ტრიო მღეროდა პრეზიდენტის ექსკორტის კუთვნილებაა. ვიდეოში ჩანს სპეციალური ციმციმები, რომლებიც მხოლოდ ესკორტისთვის არის დაშვებული. გაბრაზების მიზეზი ასევე გახდა რუსული სიმღერა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რესტორნებში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსულენოვანი რეპერტუარი“, - წერს „რეიტინგი“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !