-
2014-07-21 15:08
,,ჩემი საქმეა პარლამენტს დავუსვა კითხვა, გამომდინარე იქიდან , რომ შვიდი მინისტრი შეცვლილია, ისევ აქვთ თუ არა ნდობა, რომელიც გამოცხადებული ჰქონდათ არსებული მთავრობისათვის,“– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ კონსულტაციები პრემიერს მასთან არ გაუვლია, თუმცა მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ეს მისი კომპეტენცია ისედაც არ არის.
პრეზიდენტის განცხადებით, ნდობის მინიჭება არ მინიჭება არის პარლამენტის პრეროგატივა, მისი მიზანი კი არის, რომ არ დაირღვეს ბალანსი.