
უკვე ორი დღეა მედიაში მიდის მსჯელობა დაესწრებოდა თუ არა პრეზიდენტი პარლამენტში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს, რადგან მიწვეული არ იყო.
დღის მანძილზე უმრავლესობის წევრები აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარ განცხადებებს აკეთებდნენ. ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს კითხვაზე დაესწრება თუ არა პრეზიდენტი რატიფიცირების პროცესს, ასე უპასუხა: „დღეს ეს დარბაზი ყველას ვერ დაიტევს“.
როგორც ჩანს გიორგი მარგველაშვილი მიპატიჟებას არ დაელოდა, ამ მნიშვნელოვან მოვლენაზე დასწრება გადაწყვიტა და ყველასთვის მოულოდნელად სასესიო დარბაზში გამოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატებთან მისალმების დროს პრეზიდენტმა ეკა ბესელიას მიმართა: „ხომ დავეტიეთ?!“.