
მძღოლმა, რომელიც „სუბარუს“ მართავდა, ყურადღება არ მიაქცია სიჩქარის შეზღუდვის მაჩვენებელს. მისი ყურადღების ღირსი არც მკვეთრი მოსახვევის მაჩვენებელი ნიშანი გახდა, სიჩქარეს არ მოუკლო, ხოლო მოსახვევში დამუხრუჭებამ ვერ უშველა.
მანქანამ ბარიერი გაანგრია და გზიდან მდინარეში გადაეშვა. ყველაზე მოულოდნელი ამ ვიდეოში, რომელიც ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო, მანქანაში მსხდომთა ოლიმპიური სიმშვიდე და დიალოგია, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ჰიტად იქცა:
„-მივცურავთ?
-კი... გამო***ვდი კაცი...
-და საით მივცურავთ?
-ნაპირისკენ, ბ**ად!..“