
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ზურაბ გურული პროფესიული კრიტერიუმებით აფასებს ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის განცხადებას და მიიჩნევს, რომ ექსპერტმა უფრო ბევრ საეჭვო საკითხს უნდა მოჰფინოს ნათელი, ვიდრე ეს მაია ნიკოლეიშვილმა გააკეთა.
ზურაბ გურული იმ შეკითხვებსაც აქვეყნებს, რომლებზეც, მისი აზრით, დამოუკიდებელ ექსპერტს უნდა გაეცა პასუხი: „ექსპერტს თურმე არ შეუძლია იმის თქმა, ადამიანმა თავი მოიკლა, თუ მოკლეს... 1. რომელ მხარეს იყო შემავალი ჭრილობა და მემარჯვენეა მოკლული, თუ ცაცია?
2. "მძლავრი იარაღი" - არის იდიოტური განაცხადი. დაახლოებით რა კალიბრის იარაღია და ტყვიის გულა იყო ჭრილობაში, თუ აღენიშნება გამოსავალი დაზიანება?
3. ჭრილობის ტრაექტორია ემთხვევა თუ არა საკუთარი ხელით მიბჯენილი ლულის ტრაექტორიას?
4. ხელზე აღენიშნებოდა თუ არა დენთისა და იარაღის ზეთის კვალი? და თუ აღენიშნებოდა, იყო თუ არა ნაჭდევი, რაც ასეთი "მძლავრი იარაღის" გასროლის მერე აუცილებლად უნდა დარჩენილიყო?“, - წერს ზურაბ გურული „ფეისბუქზე“.