გორსა და ახლციხეში რუსული სემინარები ტარდება

Image

12 ივლისს რუსი თანამემამულეების სამართლებრივი დაცვის ცენტრის ორგანიზებით ახალციხეში საინფორმაციო სემინარი გაიმართა.

 

 

ცენტრის ხელმძღვანელი სემინარის მონაწილეებს რუსი ახალგაზრდების საქართველოს კავშირის უფლებადაცვით საქმიანობაზე ესაუბრა. სემინარის მონაწილეებს საქართველოს კანონმდებლობა ცენტრის იურისტებმა ჯაბა ბრეგვაძემ და ალექსანდრე ნოსელიძემ გააცნეს.

 

სემინარის მონაწილეებს ძირითადად ორმაგი მოქალაქეობის და მიწების ლეგალიზების საკითხები აინტერესებდათ. ახალციხემდე ანალოგიური ტიპის სემინარი ქალაქ გორში გაიმართა, რომლსაც 30-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის პედაგოგები, სტუდენტები. საინტერესოა ერთი გარემოება, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერისა და დაცვის ფონდის ოფიციალურ საიტზე გორსა და ახალციხეში სემინარის ჩატარების ინფორმაციასთან ერთად სამცხე ჯავახეთის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შესახებ ინფორმაცია ვრცლად არის მოწოდებული.

 

ვებ გვერდზე შემდეგ ინფორმაციას ვკითხულობთ: ახალციხის მუნიციპალიტეტი სამცხე ჯავახეთის მხარეში შედის , მდებარეობს საქართველოს სამხრეთში, მესხეთის ისტორიულ ტერიტორიაზე. ადმინისტრაციული ცენტრი- ახალციხე. ახალციხის რაიონის მოსახლეობა 4, 8 ათასი ადამიანია, მათგან 39 % ეროვნული უმცირესობაა: ძირითად მასას სომხური დიასპორა წარმოადგენს, არიან ასევე ბერძნული, რუსული და ოსური დიასპორის წარმომადგენლები. ახალციხის რაიონის თითქმის ყველა მცხოვრები რუსულენოვანია ან კარგად ფლობს რუსულ ენას. ცხოვრობს ასევე რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა, წერია ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

სემინარს დაახლოებით 20-მდე ადამიანი ესწრებოდა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !