
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი თინათინ მჟავანაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქმიანობის ამსახველი მასალები საიტიდან არ გამქრალა და ის „ისტორიის“ განყოფილებაში გადაინაცვლებს.
„ვინაიდან საქართველოს ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ვიჩქარეთ საიტის განახლება. რაც შეეხება არქივს, ეს ინფორმაცია და დოკუმენტები გადავა საიტის "ისტორიის" განყოფილებაში, თუმცა ეს იქნება ბმულის სახით, თუ პირდაპირ შეძლებს საზოგადოება საარქივო მასალის ნახვას, ამას ტექნიკური სამსახური გაარკვევს. ყველაფერი აუცილებლად იქნება დაცული და შენახული, რაც ვებგვერდზე იყო წინა პრეზიდენტის დროს", - აღნიშნა მჟავანაძემ.