რაფალიანცის ოჯახის წევრები სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს: რატომ არ საჯაროვდება შედეგი

Image

ვერსია იმის თაობაზე, რომ სოფელ კოლაგში გარდაცვლილი ჩვილის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები შსს-მ სიცრუის დეტექტორზე შეამოწმა, „კახეთის საინფორმაციო ცენტრმა“ რამდენიმე თვის წინ გაავრცელა.

 

დღეს ეს ვერსია გიორგი ღვინიაშვილმაც გაიმეორა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ღვინიაშვილი კახეთის ყოფილი გუბერნატორია და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს გურჯაანის რაიონში „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა. სწორედ ღვინიაშვილი დაადანაშაულა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მანანა ბერიკაშვილმა არჩევნების წინადღეს 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაში.

 

დღეს გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, შსს-მ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმე უკვე გახსნა, მაგრამ შედეგები არ საჯაროვდება. ამის მიზეზად ღვინიაშვილი სიცრუის დეტექტორზე შემოწმების შედეგებს ასახელებს. მისი თქმით, ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები სიცრუის დეტექტორზე შემოწმდნენ და შსს-მ უკვე იცის, რომ ბავშვის გარდაცვალებაში ბრალი სწორედ მისივე ოჯახის წევრებს, კონკრეტულად კი დედას და დეიდას მიუძღვით.

 

ღვინიაშვილი ამბობს, რომ გამოძიების შედეგის გასაჯაროება ხელს არ აძლევს შსს-ს, რადგან ამ შემთხვევაში, ცრუ დასმენისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს მანანა ბერიკაშვილი:

 

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, მაგრამ არ ახმაურებენ, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს. საიდან გავიგე ეს ვერ გეტყვით. იმიტომ არ ახმაურებენ, რომ როგორც კი ამას იტყვიან, ის ადამიანი, ვინც მე ტრაგედიის ღამეს დამადანაშაულა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

 

ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ახლა კულტურის მინისტრის მოადგილეა, ცრუ დასმენისთვის უნდა დაისაჯოს. მე ძალიან კარგად ვიცი სისხლის სამართლის კოდექსი. ცრუ დასმენა დანაშაულია. სრულიად ნათელია, რა მოხდა ამ ღამეს, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა ეს წინასაარჩევნოდ და ცოცხების ფონზე ამომრჩეველი ამ ტრაგედიით დამძიმებული მიიყვანა საარჩევნო ყუთებთან,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი ღვინიაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !