"შეკითხვა ბატონ პრემიერს: იცნობს თუ არა "რემენას" და რა კავშირი აქვს მასთან? (ვიდეო)

Image

უკრაინიდან დეპორტირებულ ქართველ "კანონიერ ქურდ" თემურ ბარბაქაძესთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის აეროპორტშივე უნდა დაპატიმრებინათ, მაგრამ მგზავრებს შორის არ აღმოჩნდა, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრიფინგი გამართა.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა აღწერა 21 ივნისს მომხდარი ფაქტი და კონკრეტულ პირებს ხელისუფლებიდან რამდენიმე შეკითხვაც დაუსვა:

 

"უკრაინულმა პრესამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 5 დღის წინ უკრაინაში დააკავეს ქართველი კანონიერი ქურდი, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი რომან ბარბაქაძე, მეტსახელად “რემენა”. დაკავების დროს მან უკრაინელ სამართალდამცავებს წარუდგინა ყირზეთის მოქალაქის, რამინა ალხაზოვის პასპორტი. დაკავების შესახებ უკრაინის მილიციამ აცნობა საქართველოს საკონსულოს და კიევის შევჩენკოს რაიონის საიმიგრაციო სამსახურმა ის გამოადეპორტა დროებითი მოწმობით.

 

ჩვენ დამატებით მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომელსაც გაგაცნობთ: მისი ავიაბილეთის ნომერი იყო 566-2401199315; რეისის ნომერი PS 517; თვითმფრინავი გამოფრინდა ბორისპოლის ტერმინალიდან 21 ივნისს 19:35 საათზე.

 

თბილისში მოვლენები ასე განვითარდა:
რომან ბარბაქაძეს აეროპორტში ელოდებოდა კრიმინალური პოლიცია, რომ გაეტარებინა კანონით გათვალსიწინებული ზომები და დაეკავებინა, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი.
თვითმფრინავის დაჯდომის მომენტში აეროპორტში გამოჩნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები. მათ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ასრულებდნენ ვიცე-პრემიერ კახი კალაძის დავალებას: კერძოდ, მათი თქმით, “რემენა” იყო არა კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი.

 

შსს გენერალურმა ინსპექციამ ძებნილი პირი თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნა და რომან ბარბაზაძე ისე გაიყვანა აეროპორტიდან, რომ მის მიერ საზღვრის კვეთაც კი არ ფიქსირდება.
შეკითხვით მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

 

- როდესაც ისინი ორიენტირებულნი არიან ყველა ღონისძიების და ჩატარებული ოპერაციის მაქსიმალურ გაშუქებაზე, რატომ არ მიაწოდეს საზოგადოებას ინფორმაცია კანიერი ქურდის დეპორტაციის თაობაზე?
შეკითხვით მივმართავთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს:

 

- იმყოფება თუ არა აღნიშნული პიროვნება სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში?
ჩვენი ინფორმაციით, “რემენა” დაკავებული არაა და სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე არ უმსჯელია

 

თხოვნით მივმართავთ სახალხო დამცველს, გამოიყენოს თავისი დისკრეცია 24-სათიანი მონიტორინგის შესახებ და გაავრცელოს ინფორმაცია ამ ადამიანის ადგილსამყოფელის შესახებ.

 

შეკითხვით მივმართავთ ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს:
- იცნობს თუ არა კანონიერ ქურდ “რემენას” და რა კავშირი აქვს მასთან?".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !