
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან. შტაბში სულ ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნები მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს.
"იყო მცირე დარღვევებიც და მასზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. არჩევნები კი ძალიან მშვიდად და წყნარად მიმდინარეობს. შედეგები მალე გვექნება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება მეორე ტურს, მინისტრის განცხადებით, "უნდა დაველოდოთ არჩევნების შედეგებს.
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია.