
ქუთაისის სამხატვრო სკოლაში, თვითნებურად შესახლებული დევნილები, ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და აცხადებენ , რომ მათ “ოცნების” წარმომადგენლები ემუქრებიან - იმ შემთხვევაში, თუ ,,ქართული ოცნების“ კანდიდატებს არ მისცემდნენ ხმას წინასაარჩევნოდ შეყვანილ ელექტროენერგიას ჩაუჭრიდნენ და შენობიდანაც გაასახლებდნენ.
,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, დილით ჯიპებით მოვიდნენ დ გვითხრეს, რომ წინასაარჩევნოდ პატივი გეცით და ახლა საპასუხო ხმებით გადაგვიხადეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროენერგიას ჩაგიჭრით და ამ შენობიდანაც გაგასახლებთო“, _აცხადებენ დევნილები.