
გორის ცენტრში "ევრაზიის ინსტიტუტის" წარმომადგენელთა მიერ მიტანილი სტალინის ბიუსტი, რომელიც სსრკ-ს გერბიან კვარცხლბეკზე იყო მოთავსებული, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აიღეს.
შეგახსენებთ, რომ 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით კვარცხლბეკი და სტალინის ბიუსტი გორში ირაკლი ყიფიანმა და "ევრაზიის ინსტიტუტის" სხვა წარმომადგენლებმა მიიტანეს, იქ ფოტოსესიის ჩატარების შემდეგ კი ყიფიანმა ფოტო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ატვირთა და ლათინური ასოებით, რუსულად დაწერა: "გორში სტალინის სტატუეტი დავდგით".
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მაშინვე გამოითქვა მოსაზრება, რომ აქცია დაფინანსებული იყო მოსკოვიდან და არაქართული ტექსტით, სავარაუდოდ, სწორედ იმის მინიშნება მოხდა, რომ დავალება შესრულებულია.