
ცნობილი IT სპეციალისტი, ამჟამად ჩეხეთში მყოფი გიორგი ალანია "აფხაზეთის ხმასთან" ამბობს, რომ "კიევნიუსი" სწორედ ძალადობის შემცველი ვიდეოების ასატვირთად შექმნილი გვერდია და არა სრულყოფილი საიტი.
მისი თქმით, გვერდს გერმანიაში აქვს რეგისტრირებული დომენი. გიორგი ალანია ვარაუდობს, რომ გადახდილი თანხიდან და მოცულობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, გერმანიაშივე განთავსებული სერვერი ემსახურება. თანხა დომენის მომსხურეობის და რეგსიტრაციის გაგრძელებაზე 2015 წლის 21 ოქტომბერსაა გადახდილი, რაც http://whois.domaintools.com/ ფიქსირდება.
"მოკლედ რომ ავხსნა, ვინც ამ საკითხში ერკვევა, მარტივად მიხვდება: ეს სტანდარტული საიტი არ არის და მე მეეჭვება, რომ ეს უკრაინელების შესრულებული ნამუშევარი იყოს, რომელთა საიტები ხარიხით ნამდვილად გამოირჩევა. ეს არის საგანგებოდ ამ ვიდეოების დასადებად შექმნილი გვერდი, რომელსაც რედაქტორიც კი არა აქვს, ანუ, რასაც დადებ, ვერც კი დაარედაქტირებ. აქვს მხოლოდ ერთი გვერდი images და css საქაღალდე, ვიდეოს მისამართია images/v1prev1.mp4.
თვით დომენი არ არის უკრინის, არამედ გერმანიის Saarland State of Germany, იქაა რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა აქ არაფერ შუაშია და თანაც, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ატვირთულია არა ბრაუზერით, არამედ FTP-თი, რაც ამტვირთავის დადგენას აადვილებს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება მოინდომებს ამას.
HTML კოდი აღებულია http://www.wix.com/ საიტების შაბლონებისთვის. ანუ, რომლიღაც გვერდზე დააგენერირეს და მერე იქედან დააკოპირეს. იმის თქმაც შეიძლება რომ დამდები და შემსრულებელი ვებ საიტებში ან დამწყებები არიან, ან ძალიან ცუდად ესმით ეს საქმე", - ამბობს გიორგი ალანია "აფხაზეთის ხმასთან" და ვიდეოს კოდირებასაც აქვეყნებს, რაზე დაყრდნობითაც დასკვნები გააკეთა.