
"რუსთავი-2"-ის საქმის მოსამართლის ურთმელიძის პასუხი თვითაცილების შუამდგომლობაზე - "დედა ოჯახის წევრი არ არის", "ფეისბუქში" განხილვის მთავარი თემა გახდა.
ინტერნეტმომხმარებლებიდან ზოგიერთს სერიალში ნათქვამი "მე მამაშენი ვარ" გაახსენდა, რომელსაც დედა შვილს ეუბნება, უმრავლესობამ კი დედა მოკითხა და წერდა, რომ ის ქვეყანას ურჩევნია...
"ამას დედა არ ჰყოლია და რაღას აგინებდით"; "მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო ურთმელიძემ დედა"; "ხსნილია, აგინეთ, დედა მაინც არ ჰყოლია"; "დედა ჩამიდეს - მოსამართლე"; "რა დაგაკელი, შვილო"; "შენ გენაცვალოს დედა"-გაიფიქრა ურთმელიძის დედამ, ნაჯახი თაროზე შემოდო და სოუზის კეთება გააგრძელა" - ეს და სხვა მსგავსი სტატუსები დღეს "ფეისბუქზე" განსაკუთრებით პოპულარული იყო, თუმცა, იუზერ შავლეგო მანდარიას სტატუსი, სავარაუდოდ, მოწონებისა და გაზიარების ყველა რეკორდს მოხსნის: