„ის ვეფხვი მკვდარია, როგორ დაინახავდი?“ - რა დააწერინა პატრულმა გოგოს, რომელმაც თეთრი ვეფხვი ჯერ კიდევ 14 ივნისს ნახა (ვიდეო)

Image

ეკა ცეცხლაძე დღეს ამბობს, რომ ვეფხვი, რომელმაც ლაგუნა ვერეში მამაკაცი დაგლიჯა, 14 ივნისს, აბანოების ტერიტორიაზე ნახა, ხოლო მის გამოძახებაზე მისულმა პატრულმა დააწერინა, რომ ემოციურ ფონზე ძაღლი და ვეფხვი ერთმანეთში აერია. 

 

ეკა ცეცხლაძის თქმით, თავს დამნაშავედ მიიჩნევს, რომ მაშინ საკუთარ თვალებზე მეტად თავისივე ქვეყნის პატრულს დაუჯერა და ამის გამოსწორებას აპირებს: მიმართავს შს გენინსპექციას, გამოიძიოს, რომელი შემადგენლობა იყო მასთან მისული გამოძახებაზე და რატომ დასცინეს პოლიციელებმა, როცა უთხრეს, რომ მას თვალს აკლია, ძაღლი დაინახა და ვეფხვად მოეჩვენა.

 

ეკა ცეცხლაძეს არ ახსოვს იმ პოლიციელების სახელები და გვარები, ვინც მასთან გამოძახების შემდეგ მივიდნენ, მაგრამ შეუძლია, ტელეფონში შემომავალი ზარებიდან ამოიღოს მათი მობილურის ნომრები, ვინც ადგილზე მისვლამდე უკავშირდებოდნენ.

 

ეკას თქმით, ხუთი ეკიპაჟი მივიდა, მიიარ-მოიარეს იქაურობა და დაასკვნეს, რომ საფრთხე არ არსებობდა: „ის ვეფხვი მკვდარია, როგორ შეიძლებოდა დაგენახა?“, - ეკა ცეცხლაძე ამ ფრაზას იხსენებს, რომელიც პოლიციელმა რამდენჯერმე უთხრა.

 

„აფხაზეთის ხმა“ ეკა ცეცხლაძეს დაუკავშირდა და სთხოვა, 14 ივნისის, ვეფხვის შემჩნევის დღის დეტალები გაეხსენებინა:

 

„აბანოებთან გვიან შევამჩნიეთ თეთრი ფერის მტაცებელი ცხოველი, იმ მომენტში ზუსტად ვიყავი დარწმუნებული რომ ეს იყო ალბინოსი ვეფხვი. ცხოველებში კარგად ვერკვევი, პროფესიით გეოგრაფი ვარ, ჩემს შვილს სულ NAT GEO-ს ვაყურებინებ და ვასწავლი ცხოველებს შორის განსხვავებას.

 

შორიდანვე ვიცანი, ალბინოსი ვეფხვი. ჩემი შვილი ზოოპარკში ხშირად დამყავს და მგონი ყველა გალიის განლაგება ზეპირად ვიცი. ისიც ვიცი, რა ცხოველები ჰყავთ.

 

მაშინვე ვიცანი, რომ ეს ის ვეფხვი იყო, თუმცა შორს კარგად ვერ ვხედავ, მიჭირს, ამიტომაც ზოლები არ დამინახავს, მაგრამ ვეფხვის მოძრაობიდან გამომდინარე, თავის ქნევის სიზანტის მიხედვით და, რაც ყველაზე მთავარია, დიდი ზომის მიხედვით მივხვდი რომ ეს ფეფხვი იყო...

 

საბედნიეროდ მარტო არ ვიყავი, მეგობარი მახლდა, მასაც დავანახე და ორივე რომ დავრწმუნდით, ჩვენგან 50 მეტრში იყო მტაცებელი, უკანმოუხედავად გავიქეცით...

 

ვიყავით ლეღვთახევის ტერიტორიაზე, ჩანჩქერთან გველოდებოდნენ ტურისტები და ჩვენი ქართველი მეგობარი, მაგრამ იქამდე ვერ მივაღწიეთ, ძალიან დავიღალეთ სირბილის გამო, ამიტომაც ვიღაცის სახლში შევვარდით და მაშინვე დავრეკე 112-ში

 

ჯერ მისამართს მეკითხებოდნენ და რომ ვეუბნებოდი აბანოებთან მოდით თქო, ეგ  რა მისამართიაო... ამაში ძალიან ბევრი დრო დაიკარგა, მერე ცალკე პატრული, ცალკე ცხოველთა მონიტორინგი მირეკავდა, დამატებით ერთი პატრული მოვიდა ჩემი მეგობრის ზარზე, რომელსაც ფეისბუქით ვუთხარი, დამეხმარე თქო და მან დარეკა კიდევ პატრულში.

 

ამის შემდეგ ირგვლივ იარეს, მე ჩემს ტურისტებს დავუძახე და სახლში ამოვიყვანე, საბოლოოდ დამირეკეს და მითხრეს - აქ არაფერი არ არის, ჩამობრძანდითო...

 

კანკალით ჩავედი და პასუხად ის მივიღე, რომ ხუთი ეკიპაჟი მოვედით აქ, არაფერი არ არის, ძაღლი იყო თეთრიო, სად არის ძაღლი-მეთქი და გაიქცაო...

 

ავუხსენი, შორს კარგად ვერ ვხედავ და უსათვალოდ ძაღლს ვერ დავინახავდი-მეთქი და პირდაპირ მითხრეს შენ თვალებში გაკლია და ვერც შეამჩნევდი, რამდენი ტყუილი გამოძახება გვაქვს, ყველგან ხო არ მივალთო... არც მოუძებნიათ, იდგნენ და მეუბნებოდნენ რომ განცხადებაზე მომეწერა ხელი. განცხადება წავიკითხე და იქ ეწერა, რომ ემოციური ფონია და შეიძლება, მომეჩვენა რომ იყო ძაღლი, მოვიდა პატრული, დაათვალიერა და არაფერი არ იყო... როცა ისევ ავუხსენი, რომ ვეფხვი ვნახე-მეთქი, ეგ ვეფხვი კაი ხანია მკვდარია, როგორ ნახავდიო...

 

ზოლები შენ არ დაგინახავს და არაფერიო... ჩავთვალე, რომ მართლა მომეჩვენა, ამიტომაც ხელი მოვაწერე და წამოვედი...

 

და ახლა თავს მეც დამნაშავედ ვგრძნობ, რომ საკუთარი ქვეყნის პატრულს უფრო ვენდე, ვიდრე საკუთარ თვალებს...“, - ამბობს „აფხაზეთის ხმასთან“ ეკა ცეცხლაძე. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !