-
2015-05-26 20:35
"აფხაზეთის ხმის" ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკში ვეფხვმა გალიაში შესული მომვლელი ქალი დაგლიჯა. დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ვეფხვი ქალს მაშინ დაესხა თავს, როცა ეს უკანასკნელი გალიის მოსაწესრიგებლად შევიდა. მომვლელი ქალი წლებია, ზოოპარკში მუშაობს, ვეფხვი, ფაქტობრივად, მის თვალწინაა გაზრდილი. ზოოპარკის თანამშრომლებისთვის თავდასხმა მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა, მათ რამდენიმე წუთში შეძლეს ვეფხვის ყურადღების გადატანა.
ამ წუთებში დაშავებულს ოპერაცია უტარდება. მომვლელს ზედა და ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. "აფხაზეთის ხმის" კორესპონდენტი, რომელიც კლინიკაში დაშავებულის მიყვანის მოწმე გახდა, ექიმების პირად საუბრებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.