
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ აფეთქება მოხდა თბილისში, საირმისა და კუტუზოვის ქუჩების გადაკვეთაზე, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში.
შენიშვნა: ფოტო თანდართულია თემატური კავშირის პრინციპით, ილუსტრაციის მიზნით და არ ასახავს აღწერილ ამბავს.
ჩვენი ინფორმაციით, აფეთქება მაღალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მოხდა. უცნობია აფეთქების მიზეზი, ასევე ის, იმყოფებოდა თუ არა ვინმე ბინაში აფეთქების დროს და როგორ მდგომარეობაში არიან ისინი.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და სახანძრო, სამაშველო ჯგუფები, მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული. დამატებით ინფორმაციას გაცნობებთ.
შენიშვნა: ფოტო თანდართულია თემატური კავშირის პრინციპით, ილუსტრაციის მიზნით და არ ასახავს აღწერილ ამბავს.