
„აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, აბასთუმანში ვანო მერაბიშვილის მშობლების კუთვნილი სახლი რამდენიმე საათის წინ გაქურდეს. სახლიდან წაღებულია ტელევიზორი, ჭურჭელი და ალკოჰოლური სასმელები.
„აფხაზეთის ხმის“ წყაროს ცნობით, ქურდობაში ეჭვმიტანილებმა, რომელთა ვინაობა ამ დრომდე გაურკვეველია, ვანო მერაბიშვილის მშობლების სახლში გვერდით მდებარე სახლიდან შეაღწიეს, სადაც ასევე მერაბიშვილები ცხოვრობენ, მაგრამ მხოლოდ შს ყოფილი მინისტრისა და პრემიერის მოგვარეები (და არა ნათესავები) არიან. ორივე სახლი გაქურდულია, ქურდობის დროს ოჯახების წევრები არცერთში არ იმყოფებოდნენ.
ჩვენი ინფორმაციით, პოლიციაში განცხადება შესულია, დაწყებულია გამოძიება.