
სლავიანსკში მოკლული ტერორისტები დაასაფლავეს. მათთვის სოფლის სასაფლაოსთან მოპირდაპირე მხარეს ექსკავატორით გრძელი თხრილი გათხარეს და მომხვდურები ასე დაასაფლავეს.
„რომ არ ემტროთ და შინაურები ყოფილიყვნენ, ახლობლებისა და ნათესავების გვერდით ჰპოვებდნენ სამუდამო განსასვენებელს. ახლა კი მათ ახლობლების ცრემლიც კი არ აცილებს.
უფრო მეტიც, ერთ-ერთ მათგანის, სერგეი გორბუნოვის დაბადების თარიღიც კი უცნობია და მხოლოდ გარდაცვალების თარიღი არის საფლავზე მითითებული“- წერენ უკრაინულ ფორუმებზე.