ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 73 წლის გერმანელი ექსპერტის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამუშაოებს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ. უკვე მესამე დღეა ძებნის პროცესი მიმდინარეობს როგორც ქვეითად, ისე ვერტმფრენებით.
73 წლის გერმანელი ექსპერტი ჰანს ჰოეფლე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ყოფნისას დაიკარგა. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. გერმანელი ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს.