
ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მესამე, დამატებული კონცერტი, რომელიც დღეს უნდა შემდგარიყო, გადაიდო და შაბათს, 15 ნოემბერს გაიმართება.
კონცერტის ადგილია "ივენთ ჰოლი", ხოლო მათ ვისაც უკვე შეძენილი აქვს ბილეთები, მათი გამოყენება 15 ნოემბერსაც შეეძლებათ - ამის შესახებ "გამოუვალი მდგომარეობის" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.