
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე ჯულიანა ბარ-გნარს საშინლად არ მოწონს როდესაც მას და სალომე ჭაჭუას ერთმანეთს ადარებენ.
„სალომე თუ კარგად ცეკვავს, კარგია, ვაღიარებ კიდეც, მაგრამ ხომ შეიძლება მეორეც კარგად ცეკვავდეს?
ამ კამათში არ ჩავერთვები. ვისაც სალომეს ცეკვა მოსწონს, მოსწონდეს, ვისაც ჩემი ცეკვა მოსწონს, მე მოვწონდე.
სალომეს ცეკვის სულ სხვა სტილი აქვს, მე - სრულიად სხვა. კონკურსზე შევეჯიბროთ და მერე ვთქვათ, ვინ და როგორ. ბრავო სალომეს!
ვაღიარებ, მართლა ძალიან კარგი მოცეკვავეა. არაფრის მტკიცებას ვაპირებ, ხალხმა თავად გადაწყვიტოს. პროექტში უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ!“, - აცხადებს ჯულიანა.
„სარკე“