
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი ქორეოგრაფი, გიგი გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ მის პირად ცხოვრებაში სიახლეებია.
„მიხარია, რომ პირად ცხოვრებაზე მითქმა-მოთქმამ იკლო. მიზანს მივაღწიე.
ჩემს ცხოვრებაში იმდენი ქალი არსებობდა და იმდენი დაიწერა, ეს თემა გაცვეთილი მგონია. არ მინდა კაზანოვას სახელი მქონდეს. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობ.
ოღონდ ნურავინ იფიქრებს, რომ შეყვარებული ვარ. ჩვენი ურთიერთობა საწყის ეტაპზეა და არ ვიცი რა იქნება. პირადი ურთიერთობებისთვის დრო თითქმის არ მაქვს, დღე-ღამეში მხოლოდ ერთი საათი მძინავს. ადამიანს, რომელთანაც ახლა ვარ, ჩემი ძალიან კარგად ესმის“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.
სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, სალომე ჭაჭუასთან, როგორც კოლეგასთან ურთიერთობა დაალაგა, თუმცა მეგობრობა აღარასდროს გამოუვათ.
„სარკე“