
აღნიშნული თარიღი იმის გათვალისწინებით შეირჩა, რომ 29 ოქტომბერი მომღერლის დაბადების დღეა.
„წლების წინ, როცა დათო ოქოტაშვილი ვარსკვლავზე მესაუბრებოდა ხოლმე, სულ ვეუბნებოდი თავი გამანებე, ვისაც ვარსკვლავი გაუხსენი, გარდაიცვალა და თითქმის აღარავინ ცოცხალი აღარ არის და არ მინდა ეს გარდაცვალება 102 წლამდე და რა ვქნა ახლა-თქო?
მაგრამ მას მერე რაც დავაკელი წლები, უკვე თანახმა ვარ, იყოს ჩემი სახელობის ვარსკვლავიც ფილარმონიის წინ.
მე ხომ ჩემი ხალხი ძალიან მიყვარს და ყველაფერი ჩემთვის უკვე იმდენად პოზიტიურია, რომ მადლობის მეტი რა უნდა ვთქვა და რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი?“, - აღნიშნა მომღერალმა.
ვარსკვლავის გახსნამდე დაგეგმილია კონცერტები გორში (23 ნოემბერი), ქუთაისსა (22 ნოემბერი) და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სადაც ეთერ კაკულიას მეგობრები მომღერლის მხარდასაჭერ აქციებს გამართავენ.
intermedia.ge