
მომღერალი ამბობს, რომ ამ დიეტის წყალობით ოთხ თვეში ჩვიდმეტი კილო დაიკლო.
„ვჭამ, მაგრამ არა ყველაფერს და ვვარჯიშობ. რაციონიდან ამოვიღე ცომეული, ტკბილეული.
მივირთმევდი მოხარშულ, უმარილო, უცხიმო წიწიბურას, მოხარშულ კარტოფილს, ზაფხულში კი მხოლოდ საზამთროსა და ყველს.
დავდიოდი აუზზე, საუნაში და რაც მთავარია, ვვარჯიშობდი, შედეგად კი ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი. და კიდევ, ბევრ სითხეს ვიღებ, რომ არ გამოვიფიტო...“ - დასძინა მარიტა რიხვაძემ.