
ქართველი მომღერალი რუსულ „ვოისში“ მონაწილეობს და იგი დიმა ბილანის ჯგუფში მოხვდა.
„თავიდან ძალიან ვერ გავუგეთ ერთმანეთს და ცოტა ნაწყენიც ვიყავი მასზე.
ეს ნაწყენობა ჩემი ინიციატივით არ ყოფილა, რასაც ვთხოვდი, ყველაფერს პირიქით მიკეთებდა.
შესაძლოა, ჩემი ბრალიც არის, რადგან რეპეტიციები რომ დაიწყო, ისეთ შენიშვნებს მაძლევდა, რასაც ნამდვილად ვერ მივიღებდი. შეიძლება, ეს არასწორი სულაც არ იყო, მაგრამ ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ასე იმღერე, ისე იმღერე, რომ მეუბნებოდნენ.
მერე, თანდათან როცა გამიცნო, საკმაოდ დავახლოვდით, იყო მესიჯები, სატელეფონო საუბრები ასე სჯობს და ისე სჯობსო.
თუმცა ყველაზე უფრო ახლო ურთიერთობა ლეონიდ აგუტინთან ჩამომიყალიბდა. ის ქართველებზე გიჟდება, ძალიან უყვარს. ბევრჯერ უთქვამს, რომ ძალიან კარგად გავუგებდით ერთმანეთსო“, - განაცხადა დათუნა მგელაძემ.
„რეიტინგი“