
„ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ უკრაინელი ქორეოგრაფების წასვლის შემდეგ მოცეკვავეები თავიანთ ნომრებზე თვითონ მუშაობენ, ქორეოგრაფები კი გიგი გაჩეჩილაძემ შეცვალა.
„სალომემ ქორეოგრაფების წასვლის შემდეგ თავისი კომპოზიცია თვითონ დადგა.
როდესაც მის ნამუშევარს ვნახავ, თუ რამე არ მომეწონება, რაც ძალიან სათუოა და მივიჩნევ, რომ შოუსთვის ცუდი იქნება, აუცილებლად ვეტყვი ისევე, როგორც შევცვლი პროექტში ნებისმიერი მოცეკვავის დადგმულ ცეკვას.
არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ მაქვს არც სალომე ჭაჭუასთან და არც მზია ორველაშვილთან, ჩვენ პირველ რიგში, პროფესიონალები ვართ და დიდი იმედი მაქვს, პირადი გაუგებრობა შოუს არ შეეხება.
მნიშვნელობა არ აქვს, ძმა იქნება შოუში თუ ძმაკაცი, ან მომწონს თუ არ მომწონს ის ადამიანი, რომელიც პროექტშია, ყველასთან ერთნაირი დამოკიდებულება მაქვს. ასე ვარ გაზრდილი, ასე მიმყავს საქმე და ამართლებს საქმისადმი ასე მიდგომა.
პროექტის ქორეოგრაფებთან, დიმასთან, საშასთან და ალიონასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. შევთავაზე საშას, რომ ჩემთან ერთად ემუშავა, რამდენად მიიღებს ჩემს შეთავაზებას და შეინარჩუნებს სასმახურს, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია“, - აღნიშნა გიგი გაჩეჩილაძემ
„რეიტინგი“