-
2014-10-28 19:02
პროექტ „ნიჭიერის“ მონაწილემ ამალია ჯიბლაძემ თავისი სიმღერით ჟიური და მაყურებელი მოხიბლა.
როგორც თავად აღნიშნა, ამჟამად მუსიკით არ არის დაკავებული, ორ შვილს ზრდის და ოჯახს იმით ინახავს, რომ ბაფთებს აკეთებს და ბაზრობაზე აბარებს
„ბავშვობიდან მიყვარს მუსიკა, ვმღეროდი სკოლის გუნდში. დავამთავრე კულტურის კოლეჯი.
პედაგოგი ვარ პროფესიით, სტუდენტობის პერიოდში პატარ-პარატა კონკურსებში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ დიდ სცენაზე არასდროს ვმდგარვარ.
ეს ჩემი დებიუტი იყო... ქვრივი ვარ. წელიწადნახევარია, რაც მეუღლე დამეღუპა.
ორი შვილი მყავს. მაპატიეთ, აფორიაქებული ვარ, „კურიერიდან“ ველოდები ჟურნალისტებს, თან სახლს ვალაგებ, თან თქვენ გელაპარაკებით. მერე ვისუბროთ...“- განუცხადა მან „რეიტინგს“