
მსახიობ ჯაბა კილაძის აზრით, მთავრობაში ბევრი პატრიოტი ადამიანი რომ იყოს, უკეთესად ვიცხოვრებდით.
„ფსევდოსიყვარულს არ ვგულისხმობ, გულწრფელ გრძნობაზე მაქვს ლაპარაკი.
ქვეყანა რომ უყვარდეთ, დაახლოებით ისე, როგორც ძვირადღირებულ სახლებში, ფუფუნებაში ცხოვრება და კარგი მანქანები უყვართ, დარწმუნებული ვარ, მაგარი ქვეყანა გვექნებოდა.
იმდენად პატარაა საქართველო, რომ მისი აშენება და მოწყობა არ უნდა გაგვიჭირდეს.
პოლიტიკოსებს სულ ვაკვირდები და ზოგმა იმედი გამიცრუა, ზოგმა - გამაკვირვა. არის რამდენიმე ადამიანი, რომლებზედაც შემიძლია, კარგი რაღაცები ვილაპარაკო. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ: ძლიერ ქვეყანაში თუ იცხოვრებ, უფრო კარგად იქნები!
როცა ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც ხალხი მშიერია და შენ, სახელმწიფოს სამსახურში მყოფი პირი, მაგრად „გულაობ“, ეს „ტეხავს“.
თითზე ჩამოსათვლელები არიან ისეთები, ვისაც ის ადარდებს, რაზეც ახლა ვლაპარაკობ. უბრალოდ, მათი გვარების ჩამოთვლა არ მინდა“, - აღნიშნა ჯაბა კილაძემ.
„გზა“