-
2014-10-23 17:09
როგორც მოდელი და მეგაშოუს მონაწილე ამბობს, მისი კანის ფერის გამო გაკვირვებული ადამიანები თბილისში უფრო მეტად შეუნიშნავს, ვიდრე სოფლად.
„დედაჩემი - თინა დავითაშვილი ქართველია, მამა კი აფრიკელი გახლავთ. ერთმანეთი საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს, შეუყვარდათ და დაქორწინდნენ.
შემდეგ გავჩნდი მე. ვიდრე 2 წლის გავხდებოდი, საფრანგეთში ვცხოვრობდით, შემდეგ თბილისში ჩამოვედით.
მერე მამა უკან დაბრუნდა, მე და დედა თბილისში დავრჩით...
პატარაობიდენვე შეჩვეული ვიყავი ზედმეტ ყურადღებას და ასეთ რაღაცეებზე არ ვრეაგირებდი.
სხვათა შორის, ჩემი კანის ფერის გამო გაკვირვებული ადამიანები თბილისში უფრო მეტად შემინიშნავს, ვიდრე სოფელში. იქ ყველამ იცოდა ჩემს შესახებ და ყველას ვუყვარდი“, - აღნიშნა მარიამ სანოგომ
„გზა“