აკაკი გოგიჩაიშვილმა და ნინო ხაჟომიამ ბავშვი იშვილეს

Image

ჟურნალისტების ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ პატარა ბიჭი, ნიკოლოზი გაჩნდა.

 

 

როგორც ნინო  ხაჟომია აცხადებს, ბავშვის მოყვანის შემდეგ  ცხოვრება თავდაყირა დადგა.

 

„ახლა ჩვენ გვყავს ახალი შვილი, ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი. 2003 წლიდან ვიყავით ბავშვის აყვანის მსურველთა რიგში.

 

მოლოდინი აღარ ერქვა იმ რეჟიმს, რომელიც გვქონდა. როცა დაგვირეკეს, გასაშვილებელი ბავშვი გამოჩნდა, ოღონდ ჯერ უნდა ნახოთო, მეგონა, „კომედი შოუს“ ბიჭები მირეკავდნენ და მეღადავებოდნენ. როცა მივხვდი, რომ ხუმრობა არ იყო, მეორე დღესვე წავედი მის სანახავად.

 

მთელი ღამე არ მეძინა, ვფიქრობდი, რას გავაკეთებ 40 წლის ასაკში. თურმე, რასაც მეტს ფიქრობ, მეტად „იგრუზები“. ქალი ხარ და შვილი გინდა? მოიყვანე, გაზარდე, გამორიცხულია არ გეყოს სიყვარული პატარა ადამიანისთვის. მაინცდამაინც ჩემს მუცელში უნდა ყოფილიყო და გენეტიკაზე მეფიქრა?

 

მაქვს საშუალება გავზარდო, მიყვარდეს, გზაზე დავაყენო და რატომ არა? ნიკას სანახავად აკაკი და ჩემი მეგობარი გამომყვნენ. ისე ვენრვიულობდი, ვერაფერს ვხედავდი. დანახულიც არ მყავდა და უკვე ვიცოდი, რომ ჩემი შვილი იყო. რამდენიმე თვეა, ნიკოლოზი ჩვენთან ცხოვრობს, უკვე 19 თვისაა.

 

ისეთი ხასიათი აქვს, სულ მოძრაობს, მოუსვენარია. კარგი ტიპია, „ტურტლესა“ დავარქვი მეტსახელად, ისე ჰგავს კუ  ნინძას პერსონაჟს. ხასიათით ზუსტად ჩემნაირია. ჰობი აქვს იცით რა? - მანქანები. როცა ვერ ვაჩერებ, გარეთ გამომყავს და მანქანის საჭესთან ვსვამ.

 

საბასაც ჩემი ხასიათი აქვს, გარეგნობით ჰგავს მამას. 26 წლის ვიყავი როცა საბა გავაჩინე. საბამ იცოდა ბავშვი რომ უნდა აგვეყვანა, მაგრამ რომ მოვიყვანეთ ნიკოლოზი, ცოტა იეჭვიანა“, -აცხადებს ნინო ხაჟომია.

„თბილისელები“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !