-
2014-10-15 17:15
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონკურსანტი ზურა გორგაძე და მისი მეწყვილე სალომე ჭაჭუა რეპეტიციებზე ხშირად კამათობენ.
სალომეს სიმკაცრით შეწუხებული კონკურსანტი სატელეფონო შეტყობინებას გიორგი ვარდოსანიძეს უგზავნის.
„სალომე რომ ძალიან ბრაზდება, გიორგის მესიჯს უგზავნის, აღარ შემიძლიაო. აქეთ მე ვუგზავნი მესიჯს გიორგის, აღარ შემიძლია, სალომემ შემჭამა-მეთქი.
მერე ისევ ეს უგზავნის, ზურას რამე უთხარიო. გიორგი ორივეს ერთსა და იმავე მესიჯს გვწერს, თავი დამანებეთ, თქვენს თავს თვითონვე მიხედეთო“, - ამბობს ზურა გორგაძე.
სალომეს თქმით, მეწყვილეს ზედმეტი სიმკაცრით, კონკურსის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ექცევა.
„ზურას მართლა ძალიან მკაცრად ვექცევი. ზედმეტიც მომდის ხოლმე, მაგრამ რა ვქნა, მინდა, რომ კარგად თუ არა, ნორმალურად მაინც იცეკვოს...
ყველა ჩემს პარტნიორს ისე ვამეცადინებდი, როგორც ახლა ზურას.
ყველა მათგანს დღეში ორჯერ ვავარჯიშებდი, ზურა სხვასთან შედარებით უფრო მონდომებულია. მესამედაც მოდის და ვარჯიშობს“, - განაცხადა სალომე ჭაჭუამ.
„სარკე“