
ჟურნალისტ მაია ასათიანის განცხადებით, გადაცემის რეიტინგი თემას მოაქვს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც რამდენჯერაც არ უნდა მიიწვიოს სტუდიაში, მაინც დიდი რეიტინგი ექნება იმ გადაცემას.
„მაგალითად: ინგა გრიგოლია, ლელა წურწუმია, დუტა სხირტლაძე, ანრი ჯოხაძე, ნინო ჩხეიძე, შორენა ბეგაშვილი და დათო როსტომაშვილი.
კიდევ არიან, მაგრამ ამ წუთას ესენი მახსენდებიან. მათ ცხოვრებაში მუდვივად სიახლეა, ზოგი სკანდალურია, ზოგიც ძალიან სახალისოდ ყვება ამბებს და ამას ხალხი ყოველთვის დიდი სიამოვნებით უყურებს.
ნინო ჩხეიძის გამო ხშირად მაკრიტიკებენ, ხშირად რომ მოდის ჩემს გადაცემაში, თუმცა კრიტიკის მიუხედავად, ყოველთვის რეიტინგის პიკი გვაქვს, როდესაც ჩვენს გადაცემაში ნინოს სიმღერის პრემიერაა“, - განაცხადა ასათიანმა.
„პრაიმტაიმი“