-
2014-10-13 17:57
„კომედი შოუს“ მსახიობი ნიკა არაბიძე აცხადებს, რომ პროექტ „გააცინე და მოიგეს“ მონაწილეებს მოგებულ ფულს სეიფიდან სიმღერ-სიმღერით ურიგებს.
„თუ ათას ლარს ვაძლევ მოგებულს, ჩუმად ვეუბნები, ხელფასამდე 100 ლარი მასესხე-მეთქი.
დამიჯერეთ, მართლა გულით მიხარია, როცა ადამიანი დამსახურებულად იგებს თანხას.
აბა ჩემი ჯიბიდან რომ ვაძლევდე, არა მგონია ცხოვრებაში გაცინებული მნახოთ. ყოველდღე თითს მოვიყოლებ კარში, რომ გავმწარდე და არ გამეცინოს.
მიხარია და მთავარია, რომ ბევრი უყურებს ამ პროექტს და მოსწონთ“, - აცხადებს მსახიობი.
„თბილისელები“