
გავრცელებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“–ის დილის ეთერის წამყვანს, მეუღლესთან, კახაბერ არაბიძესთან ურთიერთობა დაეძაბა და ისინი ახლა ცალ–ცალკე ცხოვრობენ.
ანის და კახას ორი შვილი ჰყავთ, ოთხი წლის მაშო და ორი წლის ლაზარე.
„ეგ ხმები მეც მომდის. რთული პერიოდი ყველა ოჯახშია. რაც არ უნდა „აზიატურად“ ჩანდეს, მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ოჯახის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.
ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეინანარჩუნოს ოჯახი. გაშორება ბევრ რამეს აკეთებს, დროებითიც. ამ დროს ადამიანი გრძნობს განსხვავებას. ზუსტად ვიცი, რომ ერთ–ერთმა ჩვენგანმა ეს განსხვავება კარგად იგრძნო.
პრესის და ტელევიზიის ჩარევით ჩემ გარშემო ბევრი ოჯახი დანგრეულა. 20 წლის დანგრეული ოჯახიც რომ გვქონდეს, ჩემ ქმარზე მე წარსულში ვერ ვილაპარაკებ.
მით უმეტეს, არც ჩემ მეუღლეს დაუდასტურებია ჩემთან, რომ ჯერ დავშორდით.
ჩვენ, გერმანელები, არჩევანს თითქმის არასდროს ვღალატობთ, კიდევ უფრო იშვითად ვერ ვთმობთ პრინციპებს.
მე ჩემი ოჯახის ერთგული ვრჩები. ვინც იტყვის, რომ გოიმი ვარ და დიდ ბედნიერებაზე ვამბობ უარს, ვამშვიდებ, მე ეს ბედნიერება სიამოვნებას არ მომანიჭებს. აი, ეგეთი გოიმი ვარ.“- ამბობს ანი გიუნტერი.
http://primetimenews.ge/