
ამჯერად მომღერალი მე-12 კლასს ამთავრებს და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს.
„ახლა მე-12 კლასში ვარ, მაგრამ რაც სწავლა დაიწყო, არ ვყოფილვარ.
საქართველოში დარჩენას და ეროვნულების ჩაბარებას არ ვაპირებ. თუ რამე სერიოზული შემოთავაზება მექნება, რაშიც დავინახავ რომ გავიზრდები, დავრჩები, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში არ არის საშუალება გაიზარდო როგორც მომღერალი, ვერ დავრჩები.
საქართველოში ძალიან დაუფასებელია მომღერლის შრომა. არ მინდა 30 წლამდე „იურმალით“ დავასრულო ჩემი წარმატება, როცა მაგ ასაკში უკვე ყველაფერი უნდა მქონდეს. არ მაქვს პობლემა გინდ რუსეთი იყოს და გინდ ამერიკა. სადაც პროფესიულად გავიზრდები, იმ ქვეყანაში წავალ და დავრჩები.
ამერიკაში ძალიან კარგი მიუზიკლის სკოლაა, ან მანდ ჩავაბარებ, ან ბერკლის უნივერსიტეტში. ბევრისგან გამიგია, თუ ჩააბარებ, სამინისტროები ან კერძო პირები აფინანსებენ ხოლმე სწავლას, ამიტომ თუ ნიჭიერი ხარ და ჩაირიცხები იქ, სადაც საჭიროა, ვფიქრობ დაფინანსება პრობლემა არ იქნება,“ - ამბობს ნუცა ბუზალაძე.
http://primetimenews.ge/