
როგორც მუსიკოსი მარინა ბერიძე ამბობს, ის სექსზე ასე ხმამაღლა საუბრის მომხრე არ არის, რადგან ეს პირადული და ამასტან ძალზე ინტიმური თემაა.
„ვერ ვიგებ, რატომ უნდა დაჯდეს ვინმე რომელიმე თოქ-შოუში წვრილად მოჰყვეს დეტალებს.
არ მაინტერესებს ვიღაცის სიზმარი. არ მესმის, რატომ უნდა ვიცოდე ვიღაცის სექსუალური სიზმარი? მეუბნებიან, რეიტინგს წევსო.
ჩვენთან თუ რომელიმე კონკურსის მონაწილე საცოდავია, აუცილებლად იმარჯვებს. თუ კიბო გაქვს და იკეთებ ქიმიას, მაშინ ეცოდები, გეხმარებიან, არ გლანძღავენ, მაგრამ თუ წარბი გაქვს აწეული, ვერ გიტანენ.
რაც შეეხება არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებს, მათ მიმართ აგრესია არაა მართებული. ნურც საკუთარ ცხოვრების წესს მომახვევენ თავს და აგრესიასაც ნუ გამოხატავენ.
ახლა მოდური გახდა მათი ლანძღვა, ან პირიქით, გაგიჟებით პრივილეგიების მინიჭება, არც ერთი ვარგა და არც – მეორე. ნურც ის მოაწყობს გეიაღლუმს და ნურც ესენი დაუშენენ ტაბურეტს, ყველამ თავის ცხოვრებას და საქმეს მიხედოს და უკეთესად ვიქნებით“, - განაცხადა მარინა ბერიძემ.
„რეიტინგი“