
„ნიჭიერის“ ახალ სეზონზე ქუთაისელმა ფოტომოდელმა, სოფია კოვაჩიმაც სცადა ბედი.
სოფია რეპერის კლიპით დაამახსოვრდა მაყურებელს, რომელშიც გოგონა გაშიშვლდა. ამჯერად სოფიამ ჟიურის გაოცება სტრიპტიზის ცეკვით სცადა.
თუმცა მარცსი მოუვიდა და ჟიურის წევრის, ია ფარულავას მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.
უზარმაზარ პლატფორმებზე შემდგარი, ნახევრად შიშველი სოფია მუსიკის ფონზე უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა, ცალ ხელში ქაფიანი ღრუბელი ეკავა, წყლით სავსე ვერდოში ყოფდა და სექსუალური მოძრაობებით რეცხავდა მოტოს. ერთი-ორჯერ ძირს დასხმულ წყალზე ფეხიც აუსრიალდა.
- არც ცეკვა იცი, არც სექსუალურად გამოიყურები და არც მრეცხავად გამოდგები, - უთხრა ქუთაისელ მოდელს ია ფარულავამ.
- ძალიან ვინერვიულე, - თავის მართლება სცადა სოფიამ.
სცენაზე ტუალეტის ქაღალდით გამოსულმა ნიკა გრიგოლიამ, მოტოს სავარძელი შეამშრალა, დაჯდა და ბაიკი სცენიდან გაიყვანა.
დარცხვენილი გავიდა სცენიდან სოფიაც, იმის იმედით, რომ შემდეგში ნაკლებად ინერვიულებს და ცეკვასაც ისწავლის.
„რეიტინგი“