
ლოს-ანჟელესში, ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის Charlotte Tilbury-ის წვეულებაზე კიმ კარდაშიანის ჩაცმულობამ მოდის კრიტიკოსები სასიამოვნოდ გააოცა.
ისინიც კი, ვისაც არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ კარდაშიანი გემოვნებაში საკმაოდ მოიკოჭლებს და არაერთხელ დაუცინია კიდეც მისთვის, ამჯერად შეთანხმებულად აღნიშნავენ, რომ კიმ კარდაშიანი საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარსდგა.