
„ფსიქოპატთა თამაშები“- ასე ჰქვია სერიალს, რომელსაც რეჟისორი ოთარ შამათავა იღებს და რომელშიც კესარია აბრამიძეს იღებენ.
კესარიას თქმით, მისი გმირი სექსუალური და საინტერესო ქალია.
„სექსის სცენა ასეთი რთული სამუშაო თუ იქნებოდა, არ მეგონა, არადა ყველაზე მეტად მეიოლებოდა“ - წერს კესარია სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, სექსის სცენას ძალიან დიდხანს, თითქმის დილიდან საღამომდე იღებდნენ.
„თავიდან ძალიან ადვილი მეჩვენებოდა, მაგრამ კამერების წინ ცოტა რთული აღმოჩნდა.
ფილმი ეროტიკული არ არის, სულ სხვა დატვირთვა აქვს. მისი ჩვენება ოქტომბის მეორე ნახევარში დაიწყება,“ - დასძინა კესარიამ.
reitingi.ge