
რეჟისორი ქეთი დოლიძე ერთი თვის წინ მასსა და რობერტ სტურუას შორის წარმოქმნილი დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს.
მისი თქმით, ეტყობა, რობიკოს მხოლოდ სკანდალი სჭირდება, სულ რომ იტივტივოს.
„მე არ გამომიწვევია ეს კონფლიქტი... ფესტივალთან დაკავშირებით რამდენჯერმე მივწერე, მათ შორის ფეისბუქითაც და არცერთ წერილზე უარი არ მოუწერია...
ყოველთვის ნახულობდა და არასოდეს მპასუხობდა. არ შეიწუხა თავი, რა თქმა უნდა. განაცხადა, არაფერი მიმიღიაო, რაც არის სიცრუე! რატომღაც ფესტივალი თავიდანვე აითვალისწუნა.
თუკი სტურუა იყო „ნაციონალური მოძრაობისგან“ მთელი საქართველოს დამცველი, მე რა, საქართველოს ერთ-ერთი რიგითი შვილი არა ვარ?! მერე თავად მოხსნეს და უნდა გითხრათ, რომ „გაიჩალიჩა“... სულ მაგას იძახდა როგორ მინდა გამაგდონ, უნდა გამაგდონ და ასეთებს...
„ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი...“ რომ დადგა, ყველამ ვიცანით სააკაშვილი. პრემიერაზე სააკაშვილის მეუღლე და ბებია დაპატიჟა და აჩვენა სააკაშვილის კარიკატურა. თუმცა არავის ჰქონია ამაზე რეაქცია, არც ჩაუქოლიათ და არც გაგდებით დამუქრებიან.
სანამ არ თქვა რაღაც სისულელე, სომეხია სააკაშვილიო, მერე ის გაგიჟდა, გადაირია და გაუშვა.. საშინელი პასკვილი დადო ჩემს შესახებ ფეისბუქზე.
ვუპასუხე, რადგან ვერავის ვერ ვაპატიებ ამ სიტყვებს: უფერული ოჯახის უნიჭო წარმომადგენელი... სიკო დოლიძე იყო უფერული, მე ვარ თუ ჩემი შვილები?! უკაცრავად, მაგრამ მასზე ნაკლები გემოვნების არ არის საქართველოს პატრიარქი, ჯანსუღ ჩარკვიანი და სხვა..
ყველაზე მთავარი: უთქვამს, ოლიგარქებთან დარბიან და მუხლებზე დაჩოქილი ფულებს თხოვენო, რობერტ სტურუამ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებიდან მესამე დღეს 150 ათასი დოლარი გამოართვა, მისი ორი სპექტაკლი რომ მოსკოვიდან ჩამოეტანა.
„ოლიგარქმა“ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ აღგვიდგინა ფესტივალი და ეს ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება იყო. არასდროს არაფერი არ მითხოვია მე პირადად ივანიშვილისთვის! ვიცი მას უამრავი ხალხისთვის აქვს ფული ნაჩუქარი, მაგრამ ცხოვრებაში აზრად არ მომივა, რამე ვთხოვო!..
რობიკო სტურუას ქართული თეატრის მამობა უნდა ეკისრა, მაგრამ ახლა რობიკო არის ავსიტყვაობაში ჩაფლული. ამხელა რეჟისორი რა ფეისბუქით ერთობა?! რომ გავმწარდი, ვთქვი კიდეც, რომ ფეისბუქი თავის თეატრად გადააქცია-თქო. ასეთი სტატუსები, ავსიტყვაობა, დედის გინება და ამდენი ცუდი სიტყვა? ეტყობა, რობიკოს მხოლოდ სკანდალი სჭირდება, სულ რომ იტივტივოს,“ - აცხადებს ქეთი დოლიძე.
kvirispalitra.ge