
ლალი ბადურაშვილის თქმით, ოჯახის წარმართვაში ქალს დიდი როლი აკისრია, ზოგ შემთხვევაში კომპრომისზეც უნდა წავიდეს, რადგან სრულყოფილი ოჯახისთვის ეს აუცილებელია.
„კაცმა თქვა, ოჯახის თავი მე ვარო. ქალმა კიდევ - კისერიო და საითაც მინდა, იქით შევაბრუნებო.
ჰოდა, ეს კისერი ძალიან ჭკვიანი უნდა იყოს, რომ თავი სწორად აბრუნოს. თუ ქალი სულელია, ქმარსაც და შვილებსაც ხრამში გადაჩეხს. ქალმა უნდა დათმოს. ხომ არ შეიძლება, კაცს გაეჯიბროს?
იცით, თქვენი თაობის უბედურება რა არის? გოგონებს გინდათ ისე იცხოვროთ, როგორც ბიჭები ცხოვრობენ. ჩემს ახალგაზრდობაში ბიჭი რომ შეიგინებოდა, იმას როგორ დაველაპარაკებოდი?! დღეს კი გოგონები იგინებიან.
კარგია, რომ დამოუკიდებლები ხართ, იბრძვით, მაგრამ ბიჭებად ნუ გადაიქცევით. თქვენს თაობაში ყოველი მეორის ოჯახი ინგრევა და იცით, რატომ? არაფრის მოთმენა გინდათ. ქმარი თუ შარდენზე წავა ძმაკაცებთან ერთად, შენც დაქალებთან ერთად გავარდე და 5 დღე იჯდე იმ შარდენზე, ეს მისაღები არ არის.
მე იმას არ ვამბობ, რომ თუ ცუდად იქცევა, მოუწონე და თუ გირტყამს, არაფერი თქვა-მეთი, მაგრამ ქმართან სხვანაირად უნდა მოიქცე“, - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.
„სარკე“