„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი მონაწილე იოანე არაბული შეყვარებულს ცოტა ხნის წინ დაშორდა.
„ელენე საბიაშვილი და მე ერთად აღარ ვართ. ასეთი რაღაცაც ხდება ხოლმე...
კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი არ მსურს. ეს პროექტს არ უკავშირდება. ამ ეტაპზე ჩემთვის პირადი ცხოვრება უმნიშვნელოა.
თავისუფალი ადამიანი ვარ, კარგად ვცხოვრობ და ბედნიერი ვარ.
მე და ელენე ვმეგობრობთ, ის მქომაგობს პროექტში, მაგრამ ჩვენ აღარ შევრიგდებით“, - განაცხადა იოანე არაბულმა.
„სარკე“