
როგორც ტელეწამყვანი ეკო ფანგანი აღნიშნავს, რადგან ყველა გცნობს, უამრავი ჭორი გროვდება...
„ლამაზი, პოპულარული ქალისთვის, რომელიც ყურადღების ცენტრშია, თბილისში პირადი ცხოვრების მოწყობა, საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, ძალიან ძნელია.
თუნდაც ის, რომ ვერ ახერხებ შენთვის იყო, ქვეყანას არ გააგებინო, რომ რაღაც იწყება ან შეიძლება არც იწყება და უბრალოდ ინტერესი, გაცნობის ეტაპია.
შეიძლება საერთოდ არაფერი მოხდეს, ურთიერთობა არ განვითარდეს. შეიძლება, მხოლოდ სამჯერ გყავდეს ნანახი, მაგრამ რადგან ყველა გცნობს, უამრავი ჭორი გროვდება...
კაცი ძალიან ყურადღებიანი და ძლიერი უნდა იყოს. მე სწორედ ასეთი ვარ, ჩემ გრძნობებს ბოლომდე გავცემ და ასეთი მჭირდება გვერდით“, - განაცხადა ეკო ფანგანმა.
„სარკე“