მსახიობი კოტე თოლორდავა ამერიკელ ტურისტებზე ძალადობს– სცენა, რომელიც სხვამ არ შეასრულა(ვიდეო)

Image

ძალადობისა და შიშველი სცენების არსებობის გამო ბევრმა ქართველმა მსახიობმა (ქალბატონებმაც და მამაკაცებმაც) ამ ფილმში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

 

ქართულ–ამერიკული ფილმი ,,Landmine Goes Click” ,რომლის ქართული სახელწოდებაა ,,ნაღმი“  კინოთეატრებში 23 ოქტომბრიდან გამოვა.

 

ფილმის რეჟისორი ლევან ბახიაა, სცენარიას ავტორი კი კანადელი ადრიან კოლუსი. ფილმის ბიუჯეტი 700 ათასი დოლარია და ის, ძირითადად, საზღვარგარეთ გაიყიდება.

 

რაც შეეხება თავად ფილმის შინაარსს– ქართულ–ამერიკული თრილერის სიუჟეტი საქართველოში ვითარდება.  სამი ამერიკელი ტურისტი საქართველოში ჩამოდის, თუმცა ერთ–ერთი მათგანი ლაშქრობისას ნაღმზე აბიჯებს, ნაღმი კი შესაძლოა აფეთქდეს, თუ ტურისტი, სახელად კრისი ნაბიჯს გადადგამს.

 

ერთი მეგობარი (დენიელი) მაშველების მოსაყვანად ქალაქში მიდის , მეორე(ალისია) კი ტყეში მეგობართან რჩება.

 

ამ დროს მათ მონადირე გადაეყრება , რომლის როლსაც ქართველი მსახიობი კოტე თოლორდავა ასრულებს. მონადირე ილია დახმარების ნაცვლად მეგობართან დარჩენილ ალისიაზე ძალადობს და ამის შემდეგ მოვლენები დრამატულად ვითარდება.

 

როგორც ჩვენ გვითხრეს, მონადირე ილიას როლის შესრულებაზე ბევრმა ქართველმა მსახიობმა უარი თქვა, როლის სითამამისა და სირთულის გამო. ასევე ქართველი მსახიობები არ დათანხმდნენ ალისიას როლის თამაშს , რომელზეც მონადირე ძალადობს.

 

ფილმში საკმაოდ ტრაგიკულ პერსონას თამაშობს 14 წლის მსახიობი ელენე ბეზარაშვილი. ელენე რამდენიმე ფილმში უკვე არის გადაღებული, თუმცა მას ასეთი რთული როლის შესრულებამ პირველად მოუწია. როგორც მასთან ფილმის გადაღების პროცესში მომუშავე ადამიანები ამბობენ, უნიჭიერესმა გოგონამ შესანიშნავად გაართვა თავი ურთულესი როლის შესრულებას.  ფილმში ასევე მონაწილეობენ ნანა კიკნაძე და გიორგი ცაავა.

 

ფილმში სამი ტურისტის როლს ამერიკელი მსახიობები თამაშობენ , რომლებსაც ქართველი მაყურებელი ამერიკული სერიალებიდან იცნობს და საქართველოში ჩამოსულ მსახიობებს აქ ფანებიც აღმოაჩნდათ, მათთან შეხვედრა ,,სარკე სტუდიის“ ორგანიზებით გაიმართა.

 

ფილმის გადაღება ბირთვისსა და გურიაში მიმდინარეობდა.  გადაღების პროცესის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის ნახვა შესაძლებელია ფილმისთვის შექმნილ სპეციალურ ფეისბუქგვერდზე  ,,thelandmine”.

 

ფილმის პრემიერა თბილისში 23 ოქტომბერს გაიმართება. 

 

posteri.jpg

fotk.jpg

fotka.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !