
პროექტ „ბრავოს“ წამყვანის, მუსიკოს სტეფანე მღებრიშვილის თქმით, ცხოვრება რისკია და ამიტომ ახალი გამოწვევების არ ეშინია.
„დამირეკეს და მითხრეს, თინა მახარაძე რომ იყოს შენი თანაწამყავნი, რას იტყვიო, მე შევიცხადე. ასე რომ, პირველს მე დამირეკეს.
ცხოვრება რისკია, სუნთქვაც კი რისკია. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელმა პირველი გადაცემა უკვე ნახა, წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს.
სხვა მიმართულებებით მაქვს გამოცდილება, რის გამოც ამ ახალი გამოწვევის არ მეშინია. ამ გადაცემის პროდუსერს ვენდობი და მჯერა, კარგ პროდუქრს დადებს“, - განაცხადა სტეფანემ „რეიტინგთან“ საუბრისას.
„ბრავოს“ მეორე წამყვანი, მსახიობი თინა მახარაძე ამბობს, რომ სტეფანესთან იმ ინტონაციაში აგრძელებს ურთიერთობას, როგორც მომღერალი მიესალმა და პირველი წინადადება რა ინტონაციითაც თქვა.
„დამირეკეს, მითხრეს, რომ ამ პროექტის წამყვანად მოვიაზრებოდი მე და სტეფანემ აქ გავიცანით ერთმანეთი.
როგორც მომესალმა, პირველი წინადადება რა ინტონაციითა და რა დამოკიდებულებითაც თქვა, ურთიერთობაც ისე გავაგრძელეთ. როგორც ვდგევართ სცენაზე, ისევე ვართ სცენის მიღმაც. სცენაზე ვარ ჩვეულებრივი თინა მახარაძე, არ ვტიპობ“, - აღნიშნა თინა მახარაძემ.