
„18 წლამდე ფეხბურთს ვთამაშობდი, შემდეგ პრობლემები შემექმნა ჯანმრთელობასთან დაკაშირებით და თამაშს თავი დავანებე.
ფეხზე მქონდა პრობლემა, მერე დამჭრეს კიდეც. ტყვია გაიშალა და ახლა სხეულში 23 ნამსხვრევი მაქვს, რვა ამომიღეს. ჩემთვის ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, ტყვიის ერთი ნაწილი გულში მაქვს. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ჩვეულებრი ქუჩური გარჩევა იყო.
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა 18 წლის ვიყავი. ყველაფერი მშიდობით დამთავრდა. ფეხბურთი დღემდე ძალიან მიყვარს. ბევრჯერ მიფიქრია, რომ არ დავჭრილიყავი, კვლავ ამ სპორტში ვიქნებოდი-მეთქი.
რამდენიმე წლის წინ მეგობრებთან ერთად ვიჯექი მანქანაში, ჩემ უკან იდგა სხვა მანქანა და იქ მჯდომი ქალი დააყაჩაღეს, 33 კილო ოქრო და ძალიან ბევრი ათასი დოლარი წაიღეს.
მე „არკიდან“ გავედი მეგობრებთან ერთად მანქანით და კამერებმა დაგვაფიქსირეს, მეორე დილით დაგვიჭირეს მე და კიდევ სამი მეზობელი. მაშინ არასრულწლოვანი ვიყავი.
ჩემი და ფეხმძიმედ იყო. თავიდან არ ვუმხელდით ამ ამბავს. მერე გაირკვა, ვინც იყო დამნაშავე. მოკლედ ჩემს ცხოვრებას შარები სულ თან დასდევს“, - აცხადებს გიორგი მუსერიძე.
„რეიტინგი“