
როგორც მომღერალი აცხადებს, თეთრი საპატარძლო კაბა არ უყვარს და ალბათ, სპილოსძვლისფერზე გააკეთებს არჩევანს.
„ჩემი და მიშას ურთიერთობაში ყველაფერი გადაწყვეტილია, უბრალოდ, რაღაც-რაღაცების დალაგებას ველოდებით.
საჩქარო არაფერია, შეყვარებულობის პერიოდით ვტკბებით. თან გვინდა, ქორწილი ექსტრავაგანტურად ჩატარდეს. ახალი ცხოვრების დაწყება ორიგინალურად გვინდა და ვნახოთ, იმედია, როგორც ჩვენ გვინდა, ისე გამოვა ყველაფერი.
თეთრი საპატარძლო კაბა არ მიყვარს, ალბათ, სპილოსძვლისფერზე გავაკეთებ არჩევანს. ვფიქრობ, ისეთი ქორწილი მექნება, როგორზეც ვოცნებობ და როცა იქნება, ხომ იქნება!. ეს ზაფხულიც განსაკუთრებული იყო იმით, რომ შვილთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად ვიყავი დასასვენებლად.
ენერგია აღვიდგინე და ახლა გაორმაგებული ძალით შევუდგები მუშაობას. ჩემთვის დასვენებაა ზღვა, მზე და რუჯის მიღება. მიშას არ უყვარს თაკარა მზეში რუჯის მიღება, მაგრამ, საყვარელი ქალისთვის მსხვერპლი გაიღო“, - განაცხადა სოფო ბედიამ.
„თბილისელები”